ქარ ENG РУС
შესვლა
16.10.2024

როგორ გავიუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი?

მომხმარებლის მეირ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში საკრედიტო განაცხადზე უარის მიღწების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკრედიტო რეიტინგია. 

საკრედიტო რეიტინგი A-დან E3-მდე მერყეობს. A არის საუკეთესო შემთხვევა, E3 კი - ყველაზე დაბალი რეიტინგი. საფინანსორ ორგანიზაციების გარკვეული კატეგორია არ განიხილავს სესხს E2 და E3  რეიტინგის მქონე პირებზე. მსგავსი რეიტინგი მომხმარებელზე ფიქსირდება მაშინ, როცა აქვს დიდი ხნის და ხშირი ვადაგადაცილებები.

თუმცა გარდა ამისა, რეიტინგზე ნეგატიურად მოქმედებს კრედიტ ინფოს ბაზაში პირის ხშირი გადამოწმება, ასევე სესხების, განსაკუთრებით კი სალომბარდე სესხების ხშირი აღება. 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აღმოვაჩინეთ, რომ ცუდი საკრედიტო რეიტინგი გვაქვს და გვინდა მისი გაუმჯობესება? 

უნდა  გითხრათ, რომ ამის სწრაფი გზა არ არსებობს. რეიტინგის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე თვიანი პერიოდია საჭირო, რომლის დროსაც მიმდინარე სესხებზე უნდა დააფიქსიროთ დროული გადახდები, ვადაგადაცილების გარეშე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეიკავოთ დამატებით ახალი საკრედიტო განაცხადებისგან, რათა ბანკის, სალიზინგო კომპანიის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა დამატებით აღარ მოიძიოს თქვენზე ინფორმაცია კრედიტინფოს ბაზაში. 

მეტი პრაქტიკული რჩევებისთვის დარეგისტრირდეით პლატფორმაზე და მოგვწერეთ. ჩვენ ძალიან მალე გიპასუხებთ.

ავტო სესხის პორტირება

გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს, რომელიც გაგიმარტივებს ბაზარზე არსებული ფინანსური მომსახურებების მიღებას
გაიგე მეტი

მიიღე დამატებითი შემოსავალი

როგორ? უბრალოდ იმეგობრე Metric.ge-სთან
გაიგე მეტი